ცნს კონფერენცია III
მულტიდისციპლინური დისკუსია
ეპილეფსიის შესახებ
5 დეკემბერი, 2020. ონლაინ კონფერენცია, საქართველო, ქ.თბილისი
ვრცლადკონფერენციის შესახებ
ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების მენტალური ჯანმრთელობის დეპარტამენტი წარმოგიდგენთ "ცნს კონფერენცია III"-ს. კონფერენციის მიზანია ეპილეფსიის მრავალმხრივი და მულტიდისციპლინური განხილვა.
სად?
ონლაინ კონფერენცია
თბილისი, საქართველო
როდის?
აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადა:
25 ოქტომბერი 2020
კონფერენციის ჩატარების თარიღი:
5 დეკემბერი, 2020
კონფერენციის ორგანიზატორები
"ცნს კონფერენცია III"-ის ორგანიზატორები და პარტნიორები
ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება (YSU)
მოწინავე ახალგაზრდული სამეცნიერო პლატფორმა საქართველოში
ფსიქიატრიის რეზიდენტების ევროპის ფედერაცია
ორგანიზაცია, რომელიც ქმნის ფსიქიატრიის მომავალს
YSU-ს მენტალური ჯანმრთელობის დეპარტამენტი
EFPT-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში
კონფერენციის პროგრამა
Welcome and Greetings
Can selective patterns, colors, light flashes, television frequency, cartoons or video games induce Epilepsy? Arbaab Khan, DTMU
Supervisor: Iuri Migriauli, Vice Dean, Asst. in Microbiology
Sleep disorders in patients with epilepsy in adjara region. Anastasia Mzhavia, Aleqsandre Kartsivadze, BAU
Supervisor: Tsira Kapanadze, Assistant; Natia Kharati, Assistant
Epidemiology of Epilepsy in Adjara Region. Momin Alsaraf, Lior Yehezqel, Shalmali Neogi, Rajneesh Khurana, BAU
Supervisor: Natia Kharati, Assistant
SUDEP- A Review Of New Findings. Lajja Mistry, DTMU
Supervisor: Rishi Desai, Psychiatrist
Break
Cannabidiol: An Elusive but Effective Choice for Treatment-Resistant Epilepsy. Nanditha Narendran, TSMU
Supervisor: Tamar Ediberidze, Child Neurologist; Secretary General of Georgian section of International League Against Epilepsy
Link between ADHD and epilepsy. Heli Vijaybhai Vithlani, DTMU
Supervisor: Iuri Migriauli, Vice Dean, Asst. in Microbiology
Symptomatic epilepsy surgery. Saba Shkubuliani, CIU
Supervisors: Nino Akiashvili, head of the neurology service. Giorgi Gegia, head of the neurosurgery service. Gudushauri National Medical Center
CNS tuberculosis and epilepsy. Nika Amozashvili, TSMU
Supervisor: Nazibrola Botchorishvili, S. Khechinashvili University Hospital
Differential diagnosis of epileptic and psychogenic nonepileptic seizures. Sopio Giorgadze, Gvantsa Lashkhi, TSMU
Supervisor: Nino Naneishvili, Psychiatrist, Institute of Neurology and Neuropsychology
Closing Remarks
Break
Special workshop: Current principles of epilepsy classification and management.
Nana Tatishvili, Neurologist, DTMU professor
რატომ ეპილეფსია?
ყოველთვის აქტუალური საკითხი
ეპილეფსია არის ერთ-ერთი ყველაზე ძველად აღწერილი დაავადება, და ამასთან ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ნევროლოგიური დიაგნოზიც. ჯანმოს მონაცემებით ეპილეფსიით დაავადებულია მსოფლიო მოსახლეობის 1% (European White Paper on Epilepsy, 2001; WHO, 2014). საქართველოში აქტიური ეპილეფსიით 35 000-მდე პირია დაავადებული. ის მუდმივად ცვალებადი და რთული კლასიფიკაციის მქონე ნოზოლოგიაა. მისი ეტიოპათოგენეზი კვლავ სრულყოფილ შესაწავლას მოითხოვს. ეპილეფსიის მქონე პირებში ადრეული სიკვდილის რისკი 3-ჯერ იზრდება დანარჩენ პოპულაციასთან შედარებით. ეპილეფსია უნივერსალური ქრონიკული დაავადებაა, რომელიც შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერი სქესის, ასაკისა და სოციალური ფენის ადამიანს.
მრავალი პრობლემური ასპექტის შემცველი
ეპილეფსია არა მარტო სამედიცინო, არამედ გაცილებით გლობალური პრობლემაა. ეს პრობლემა მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ ტვირთად აწვება, როგორც დაავადებულსა და მის ოჯახს, ასევე ჯანდაცვის სისტემას. პრობლემა დაკავშირებულია საზოგადოებაში გავრცელებულ სტიგმებთან; დაავადებული პირები შეზღუდულნი არიან პროფესიის არჩევაში. ეპილეფსია ჰეტეროგენული მდგომარეობაა და მისი ეპიდემიოლოგიური კვლევები ძალზე რთულია. პაციენტები ხშირად მალავენ საკუთარ დაავადებას საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულებისა და სოციალური სტიგმატიზაციის გამო, რის შედეგადაც ისინი ეპიდემიოლოგიური კვლევისათვის მიუწვდომლები არიან. ეპილეფსის კლინიკური თავისებურებებიდან გამომდინარე გართულებულია მონაცემთა შეგროვების პროცესი, დიაგნოზის დასმა და მდგომარეობის კლასიფიცირება.
მრავალპროფილური საკითხი
ეპილეფსიას არ მართავს მხოლოდ ერთი მიმართულების სპეციალისტი. პაციენტების სრულყოფილი მართვისთვის აუცილებელი პირობაა მულტიდისციპლინური გუნდის არსებობა, რომელიც მოიცავს ნეიროქირურგებს, ნევროლოგებს, ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებს. ეპილეფსიის მქონე პირებს ხშირად აღენიშნებათ როგორც ფიზიკური პრობლემები (მაგ. მოტეხილობა, დაჟეჟილობა), ასევე ფსიქოლოგიურიც (შფოთვის და დეპრესიის ჩათვლით). მისი ჰეტეროგენულობა, რაც დაკავშირებულია დაავადების ეტიოლოგიურ მრავალფეროვნებასთან (სტრუქტურული, გენეტიკური, ინფექციური, მეტაბოლური და უცნობი) განაპირობებს იმას, რომ ეპილეფსია წარმოადგენს თანამედროვე მეცნიერების მრავალი დარგის ინტერესის სფეროს.
მუდმივად განახლებადი მიდგომები
ეპილეფსიის სამკურნალოდ მუდმივად ინერგება ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური (ღრმა სტიმულაცია), ტრანსლაციური და ფარმაკოლოგიური მიდგომები. მეტი ყურადღება ეთმობა ეპილეფსიის იშვიათ სინდრომებს და რეფრაქტერულ მდგომარეობებს. აღინიშნება ახალი ტენდენციები მართვაში, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ კრუნჩხვის ეპიზოდების მოხსნასა და პრევენციაზე, არამედ დაავადების მოდიფიკაციაზე და ცხოვრების ხარისხის ამაღლებაზე (მაგ. გუნება-განწყობის და მეხსიერების პრობლემების მართვა).
რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა?
მრავალპროფილური დისკუსია
შესაძლებლობა გექნებათ, მონაწილეობა მიიღოთ მულტიპროფილურ დისკუსიებში სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა წარმომადგენლებთან. მრავალპროფილურობა ასევე განპირობებულია კონფერენციის არჩეული თემატიკით. ეპილეფსიის ეტიოპათოგენეზი, კლასიფიკაცია, დიაგნოსტიკა და მართვა წარმოადგენს მრავალმხრივ გაშლად საკითხებს.
გამოცდილების მქონე გუნდი
აღნიშნული კონფერენცია ტარდება მესამედ. კონფერენციის ორგანიზება ხდება YSU-ს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდის მიერ, რომელიც გთავაზობთ როგორც მეგობრულ, ასევე, პროფესიონალურ გარემოს. გარდა ამისა, მონაწილეებს ექნებათ საშუალება, გაეცნონ სხვადასხვა ახალგაზრდულ გაერთიანებას, რომლებიც მხარს უჭერენ კონფერენციის ორგანიზებასა და მიმდინარეობას.
კომბინირებული ფორმატი
წელს ჩვენ გთავაზობთ კონფერენციის ჩატარების კომბინირებულ ფორმატს, რომელიც მოიცავს როგორც ლოკალურ, ასევე ონლაინ ელემენტებს. ასეთი ფორმატი იძლევა საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების საშუალებას ნებისმიერი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შემთხვევაში.
პუბლიკაციის გამოქვეყნება
თქვენი მოხსენების აბსტრაქტი გამოქვეყნდება YSU-ს ონლაინ ჟურნალში და სხვა ელექტრონულ პლატფორმებზე
რეგისტრაციის ინოვაციური და მოქნილი სისტემა
რეგისტრაციის გავლა ხდება YSU-ს პორტალზე, სადაც შესაძლებლობა გეძლევათ მარტივად და სწრაფად შექმნათ თქვენი ანგარიში, მართოთ თქვენი აბსტრაქტი, გადახდები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. აღნიშნული პლატფორმით მარტივდება ინფორმაციის მიღება და კომუნიკაცია ორგანიზატორებთან, რაც პროექტების ხარისხიანად და ეფექტურად ორგანიზების წინაპირობაა. ასევე, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, პორტალზე უზრუნველყოფილია პირადი მონაცემების დაცვა, პაროლების დაშიფრვა, ქართული და ინგლისური ენების მხარდაჭერა.
მომავალი განვითარების პერსპექტივა
თქვენ გეძლევათ YSU-ში გაწევრიანების, წევრების გაცნობისა და სხვა პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა.
გალერეა
წინა წლების "ცნს კონფერენციების" ფოტოალბომი
რეგისტრაცია
შექმენით თქვენი პროფილი portal.ysu.ge-ზე, მართეთ თქვენი აბსტრაქტი, გადახდები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
დამსწრე
უფასო
- კონფერენციაზე დასწრება
- YSU-ში გაწევრიანების შესაძლებლობა
- სპეციალურ ვორქშოფებზე დასწრება
- ელ-სერტიფიკატი
- ზეპირი / პოსტერული მოხსენება
- აბსტრაქტი YSU-ს ჟურნალში
დამსწრე - სტანდარტული
₾30
- კონფერენციაზე დასწრება
- YSU-ში გაწევრიანების შესაძლებლობა
- სპეციალურ ვორქშოფებზე დასწრება
- ელ-სერტიფიკატი
- ზეპირი / პოსტერული მოხსენება
- აბსტრაქტი YSU-ს ჟურნალში
მონაწილე
€15 (₾40*)
- კონფერენციაზე დასწრება
- YSU-ში გაწევრიანების შესაძლებლობა
- სპეციალურ ვორქშოფებზე დასწრება
- ელ-სერტიფიკატი
- ზეპირი / პოსტერული მოხსენება
- აბსტრაქტი YSU-ს ჟურნალში
* საქართველოში ავტორიზებული და YSU-ს პარტნიორი უნივერსიტეტები მხარს უჭერენ მათი სტუდენტების მონაწილეობას და საფასური მცირდება 40 ლარამდე.
დაგვიკავშირდით
მზად ვართ გიპასუხოთ ნებისმიერ კითხვაზე კონფერენციასთან დაკავშირებით